ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისააკ შტერნი (ინგლ. Isaac Stern; დ. 21 ივლისი, 1920, კრემენეცი, უკრაინა — გ. 22 სექტემბერი, 2001, ნიუ-იორკი) — საყოველთაოდ აღიარებული როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ვირტუოზი მუსიკოსი, მევიოლინე.

დაიბადა კრემენეცში, უკრაინა, თუმცა ათი თვის ასაკში მშობლები სან-ფრანცისკოში გადავიდნენ საცხოვრებლად. პირველი სამუსიკო გაკვეთილები დედისგან მიიღო სანამ სან-ფრანცისკოს კონსერვატორიაში შევიდოდა 1928 წელს. 1931 წელს ლუის პერსინგერთან კერძო გაკვეთილებს იღებს. 1932 წელს ისევ კონსერვატორიაში ბრუნდება, სადაც ნაომ ბლაინდერთან სწავლობს ხუთი წელიწადი, რაც მისი თქმით მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იყო.

ისააკ შტერნის სახალხო დებიუტი 1936 წლის 18 თებერვალს შედგა, 16 წლის ასაკში, სადაც მან სენ-სენის ვიოლინოს კონცერტი #3 შეასრულა სი მინორში სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან, პიერ მონტოს დირიჟორობით.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისააკ_შტერნი“-დან