ირმა ქურასბედიანი
ირმა ქურასბედიანი (დ. 7 მაისი, 1969, ს. ხოფური, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასკოლა მშობლიურ სოფელში დაამთავრა და მას შემდეგ ქუთაისში მოღვაწეობს. 23 წლის მანძილზე მუშაობდა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგად.
სწავლობდა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის გელათის სასულიერო აკადემიაში. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და თეოლოგია. აქვს აგრეთვე თეატრალური განათლება - „მასიური ღონისძიებების რეჟისორი“. არის თერთმეტი წიგნის ავტორი: „სიყვარულის განაჩენი“, „ვწერ ჩემი სულის მარჩენალ სტრიქონს“, „ურჩი ქორბუდების საბუდარი“ „ა ვ ტ ო გ რ ა ფ ი“, „სულო ქართულო“, „ძ ა ხ ი ლ ი“, „ედელვაისი“, „ელენიკოს დღეობაა“ (საბავშვო ლექსების კრებული), „სულში გაზაფხულის კვირტებია“, „სიცოცხლის დღესასწაული“, „რიჰა-ქართველი პოეტები სვანეთს“.
ირმა ქურასბედიანიმა ქეთევან ნიკოლაძესთან ერთად თარგმნა და გამოსცა უილიამ შექსპირის ყველა სონეტი და ჰამლეტის მონოლოგი. ნათარგმნი აქვს ასევე: ბაირონის, ბერნსის და სხვა კლასიკოსი პოეტების ლექსები.[1] არის საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი. დაჯილდოებულია მარიკა ბარათაშვილის, ნიკო ნიკოლაძისა და უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელობის პრემიით. მიღებული აქვს წლის პოეტის პრემია „თეთრი არწივი“. მისმა ლექსმა „ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ გაიმარჯვა ბათუმში, ლიტერატურულ კონკურსზე და მიიღო კომპანია „ვისოლის“ პრემია. არის საქართველოს ჩოხოსანთა კავშირის და საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრი. მანვე ცნობილ და საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის საპატიო მოქალაქეებთან ერთად დააფუძნა სრულიად საქართველოს საზოგადოებრივ-სადისკუსიო დარბაზი „ღირსება“ და დღემდე მისი თავმჯდომარეა. არის კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოსა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის წევრი. ირმა ქურასბედიანმა ქუთაისში დააფუძნა „ქუთაისური სალონური საღამოები“ და დღემდე მისი ხელმძღვანელია. არის სასკოლო და საქალაქო ღონისძიებების წამყვანი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქუთაისში, მასწავლებელთა სახლთან არსებულ შემოქმედ პედაგოგთა სალონს. შემოქმედ პედაგოგთა კონკურსზე მიღებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი. მთელი მისი მოღვაწეობა მიმდინარეობს საზოგადოებრივ საწყისებზე, რისთვისაც ქუთაისის მერიამ დამსახურებულად მიანიჭა „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება. არის მგალობელი წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარში. წლების მანძილზე თამამშრომლობდა ქუთაისის მადლიერების სახლთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ სამსახურებთან და უსასყიდლოდ უტარებდა მათ ღონისძიებებს. 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე იყო ქუთაისის წითელი ჯვრის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მენეჯერი. ქალაქში სარგებლობს გამორჩეული ავტორიტეტით რისი დასტურიც მისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მისი ლექსები, რომლებიც ეძღვნება პატრიარქს, გაიხსნა კედელზე „ლექსი კედელზე“ პროექტის ფარგლებში ქუთაისში, ხონში და ლენტეხში. არის საზოგადოება „ქუთაისელის“, საზოგადოება „ბაღისკიდის“ და საზოგადოება „ძველი ქუთაისელის“ წევრი. ამჟამად ხელმძღვანელობს საზოგადოება „ძველ ქუთაისელსა“ და დარბაზ „ღირსებასთან“ არსებულ შემოქმედ და ხელოვნების მოყვარულ ხანდაზმულთა კულტურის ცენტრს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ირმა ქურასბედიანი, ლექსები და თარგმანები, თბილისი: საარი, 2016. — გვ. 300, ISBN 9789941461316.
- ირმა ქურასბედიანი, ედელვაისი: ლექსები, ქუთაისი, 2012. — გვ. 224, ISBN 9789941049774.
- ირმა ქურასბედიანი, ავტოგრაფი: ლექსები, ქუთაისი: ლაგუშედა, 2007. — გვ. 239.
- ირმა ქურასბედიანი, ურჩი ქორბუდების საბუდარი… ლექსები, ქუთაისი: მოწამეთა, 2004. — გვ. 120, ISBN 9789992853955.
- ირმა ქურასბედიანი, სიყვარულის განაჩენი: ლექსები., ქუთაისი: მოწამეთა, 2002. — გვ. 96, ISBN 9789992853504.