ირმა რატიანი
ირმა რატიანი (დ. 19 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2006).
ირმა რატიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 ივლისი, 1967 (57 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და man of letters[1] |
ალმა-მატერი | ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა, ლიტერატურის თეორიის სპეციალობით. 1994 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 2003 წელს — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2004 წლიდან 2006 წლამდე იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე — ამ ინსტიტუტის დირექტორია. 2004-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივეტსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე — ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორია.
ირმა რატიანმა სამგზის მიიღო JSPS (მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოება)-ის სტიპენდია და მუშაობდა ოსაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე. 2005 წელს, აშშ სახელმწიფო დეპატამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს უნივერსიტეტთა პარტნიორობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო სტაჟირებით აშშ ცენტრალური აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტსა და წმ. იოანეს კოლეჯში იმყოფებოდა. არის არაერთი საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი, მათ შორის: DAAD-ის და კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდიებისა. არაერთგზის მიღებული აქვს ერასმუსისა და ერასმუს + სტიპენდიები აკადემიური მიმართულებით.
2007 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო სიმპოზიუმის — „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უცვლელი ორგანიზატორი, არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, მრავალი სამეცნიერო წიგნისა და კრებულის რედაქტორი. ავტორია 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა.
2022 წელს, ირმა რატიანის ხელმძღვანელობით, თბილისში ჩატარდა შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი, რომელმაც1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა.
2008 წელს გამოქვეყნდა მის მიერ იაპონურიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი „100 უძველესი ლექსი".
სხვა კვალიფიკაცია:
რედაქტირება- კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი;
- კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრი;
- ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული რეფერირებადი საერთრაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - „სჯანი“ - რედაქტორი.
მონოგრაფიები
რედაქტირება- Anti-utopian Mood, Literature, and Liminality. Peter Lang GmbH, 2020.
- Georgian Literature and the World Literary Process. Peter Lang GmbH, 2018.
- ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი. თბ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
- ტექსტი და ქრონოტოპი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010
- ქრონოტოპი ილია ჭავჭავაძის პროზაში. ხუთი თხზულების ანალიზი. თბ., გამომცემლობა „უნივერსალი", 2006
- ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში. ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ინტერპრეტაციისათვის. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005
სამეცნიერო წიგნები და სახელმძღვანელოები
რედაქტირება- Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi. Cambridge Svholars Publishing, 2024.
- ლიტერატურული ჟანრები, თბ. 2023, გამომცმელობა „მწიგნობარი".
- ლიტერატურული მიმდინარეობები, თბ. 2018, გამომცმელობა „მწიგნობარი"
- Literature In Exile. 20the Century Experience. Cambridge Svholars Publishing, 2016
- Totalitarianism and Literary Discourse. 20th Century Experience. Cambridge Svholars Publishing, 2012
- XVI-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა. აღმოსავლური და დასავლური კულტურულ–ლიტერატურული პროცესების გზაშესაყარზე. თბ., გამომცემლობა „უნივერალი", 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
- ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი, თბ., GCLA Press, 2012 (თანაავტორი და რედაქტორი)
- ფაბულა და სიუჟეტი. თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2011
- ჟანრის თეორია. თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2009
- ლიტერატურის თეორია. XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობანი. –თბ., შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2008 (თანაავტორი და რედაქტორი)
მხატვრული თარგმანი კომენტარებით
რედაქტირება- ასი უძველესი იაპონური ლექსი. თბ., გამომცემლობა „სიესტა", 2008
პუბლიცისტურ-ესეისტური წიგნი
რედაქტირება- იაპონური დღიურები. თბ., გამომცემლობა „საარი", 2000
- Японский дневник. – Издательство «Сервис», 2002