ირმა ნადირაშვილი (დ. 15 მარტი, 1970, სიღნაღი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, ჰუმანიტარი.

ირმა ნადირაშვილი
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1970 (1970-03-15) (54 წლის)
დაბადების ადგილი სიღნაღი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1994–2005 წლებში მუშობდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტად. 2005–2007 წლებში იყო ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე. 2008 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2008–2009 წლებში კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა „პოსტ სკრიპტუმის“ მთავარი პროდიუსერი. 2009–2010 წლებში — სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 2010–2012 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016–2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 ფრაქცია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება