ირმა გიგანი (დ. 5 აპრილი 1996 წელი, თბილისი) — ქართველი პიანისტი.[1] 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში) პედაგოგ ფირალიშვილის კლასი.[1] 2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი.[1] 2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ბახის კონვერტი (f-moll) რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. 2002 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“.[1] 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა სოლო კონცერტი, სადაც შეასრულა ბახის კონცერტი (f-moll), ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით. 2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. [2]

ირმა გიგანის ფოტოსურათი, გადაღებული 2011 წლის 1 აპრილს საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში კონცერტის დროს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება