ირმანდინოს ომები (ესპ. Revuelta Irmandiña) — გალისიის სამეფოში XV საუკუნეში გლეხობისა და ბურჟუაზიის ორი აჯანყება, რომელიც მიმართული იყო ადგილობრივი თავადების წინააღმდეგ. ეს მოვლენა წარმოადგენდა იმ პერიოდის ევროპაში მიმდინარე სახალხო აჯანყებების ნაწილს, რომელიც XIV-XV საუკუნეებში მომხდარი ეკონომიკური კრიზისებით იყო გამოწვეული.[1] მსგავს აჯანყებეს ჰქონდა ადგილი ესპანეთის სხვა სამეფოებშიც: რემენკა - კატალონიაში და ფორანეო - ბალეარის კუნძულებზე.[2]

ციხე-სიმაგრე სანდიანსი, რომელიც აჯანყების დროს 1467 წელს დაანგრიეს.

მიუხედავად გალისიის კასტილიისა და ლეონის სამეფოსთან მიერთებისა (რომელიც 1037 წელს კასტილიის და ლეონის დინასტიების გაერთიანებით შეიქმნა), ინარჩუნებდა განსხვავებულ ეკონომიკურ წყობას, რომელიც განსაკუთრებულად დამოკიდებული იყო ადგილობრივ ფეოდალებზე. ეკონომიკური ძალაუფლება მთლიანად მოქცეული იყო მიწისმფლობელთა ხელში. ასევე გალისია გეოგრაფიულადაც, მთიანი მასივებით გამოყოფილი იყო დანარჩენი სამეფოსგან. გლეხობის ჩაგვრით გამოირჩეოდნენ შემდეგი თავადები: ოსორიოსი - მონფორტე-დე-ლემოსის და სარიას თავადი, ანდრადე - პუენტედუემეს თავადი, ნოსკოსოსი - ვიმიანსოს თავადი.[3] ამ შევიწროებამ გამოიწვია ორი აჯანყება: Irmandade Fusquenlla („ფუსქუენლას საძმო“) 1431 - 1435 წლებში და Grande Guerra Irmandiña („საძმოს დიდი ომი“) 1467 - 1469 წლებში. ამ გამოსვლებმა საფუძველი ჩაუყარა გალისიისს პირდაპირ ესპანეთის გვირგვინის დაქვემდებარებაში გადასვლას, რასაც შემდგომში კათოლიკე მონარქები ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Vicens Vives, 76–79.
  2. Payne, vol. 1, 175.
  3. MacKay, 176–177.