ირი-ჰორი
ირი-ჰორი იგივე რო (როგორც მას ფლინდერს პეტრი კითხულობს) — ქვემო ეგვიპტის პრედინასტიური ფარაონი ძვ.წ. 32-ე საუკუნეში. ბოლო დრომდე, ირი-ჰორის სახელის წაკითხვა და არსებობა ეგვიპტოლოგ ტონი ტობი ვილკინსონთან სადავო იყო. 1980-1990-იანი წლების აბიდოსი-ის გათხრებითა და სინას ნახევარკუნძულზე აღმოჩენილ წარწერით ირი-ჰორის ნამდვილობა დადასტურდა.ირი-ჰორი სახელით ცნობილი უძველესი ეგვიპტელია, შესაძლოა, უძველესი პიროვნება, ვისი სახელიც ვიცით. ირი-ჰორი მართავდა აბიდოსს (ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქს) და დასაფლავებულია ნეკროპოლისში უმ-ელ-ქააბთან ახლოს, კას, ნარმერისა და ძველი ეგვიპტის პირველი დინასტიის ფარაონებთან ერთად. მისი ვინაობა ცნობილია უხეშად ამოტვიფრული წარერიდან, რომელიც ამოკაწრულია ჭურჭელზე. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ჰორთან დაკავშირებული“ ან „ჰორის ამხანაგი“.
არტეფაქტები
რედაქტირებაარსებობს 27 ძეგლი, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, რომელიც დაკავშირებულია ირი-ჰორის მმართველობის პერიოდთან.
- 1. სახელი ირი-ჰორი ქალაქ იერაკონპოლის რაიონიდან მომდინარეობს.
- 2-10. ძეგლები აღმოჩენილია ფლიდერსონ პიტის მიერ უმ-ელ-ქააბის აბიდოსის ნეაკროპოლისში, საფლავ B1-ში.
- 11-18. ძეგლები მოძიებულია გერმანელი არქეოლოგის მიერ საფლავ B2-ში. ერთ-ერთი ძეგლი ინახავს წარწერას გადასახადის შესახებ, რომელიც დააწესა ირი-ჰორმა. ეს იყო პირველი საგადასახადო სისტემა ძველ ეგვიპტეში.
- 19. ძეგლები მოპვებულია ასევე ფლინერსერის არქეოლოგიური გათხრებით „ნეკროპოლის-B-ში“.
- 21. ძეგლები მოპოვებულია მიშნატში, ნილოსის დელტაში.
- 22-26. ძეგლები აღმოჩენილია უმ-ელ-ქააბში, 90-იან წლებში.
- 26-27. ირი-ჰორის სახელობის ღვინის ჭურჭელი აღმოჩენილია ტელ-ელ-ფარკჰაში, აღმოსავლეთის დელტასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Rainer Albertz: Räume und Grenzen: Topologische Konzepte in den antiken Kulturen des östlichen Mittelmeerraums. Utz, München 2007, ISBN 3-8316-0699-4
- Winfried Barta und Jochem Kahl: Studien zu Altägyptischen Kultur. Helmut Buske, Hamburg 1994, ISSN 0340-2215
- Toby Wilkinson «Early Dynastic Egypt» (1999), Routledge