ირინე ქერქაძე (დ. 4 სექტემბერი, 1935, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ირინე ქერქაძე დაიბადა 4 სექტემბერს 1935 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული ენის ისტორიულ–ეტიმოლოგიური ლექსიკონის ლაბორატორიის გამგედ, დოცენტად. 1971 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა საკანდიდატო დისერტაცია. სადისერტაციო თემა – „ცხოველების აღმნიშვნელი ლექსიკა ძველ ქართულში სხვა ქართველური ენების მონაცემთა გათვალისწინებით“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ცხოველების აღმნიშვნელი ლექსიკა ძველ ქართულში სხვა ქართველურ ენების მონაცემებთან შედარებით (ავტორი), თბილისი, მეცნიერება, 1974, გვ. 281

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება