ირინე ნაჭყებია

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ირინე ნაჭყებია (დ. 19 ნოემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ირინე ნაჭყებია
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1956(1956-11-19) (67 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი, მთარგმნელი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1977-1983 წლებში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი.

1982-1983 წლებში მუშაობდა ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1983 წლიდან მუშაობს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ჯერ სამეცნიერო ინფორმაციის, შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში. 1996 წლიდან თანამშრომლობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტრის (CNRS) „ირანული სამყაროს“ კვლევით პროგრამებში. 1996-2002 წლებში სამეცნიერო მივლინების დროს, პარიზის არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოიძია დღემდე უცნობი მასალები 1804-1810 წლების საფრანგეთ-ირანის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მასში საქართველოს მნიშვნელობის შესახებ. 2001-2003 წლებში მონაწილეობდა INTAS-ის გაერთიანებული საერთაშორისო ჯგუფის სამეცნიერიო პროექტში — თბილისი XIX საუკუნეში: ისტორია, კულტურა. 1991-1999 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს თბილსიის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ამედე ჟობერის ნაშრომი მოგზაურობა სომხეთსა და სპარსეთში 1805-1806 წლებში, როგორც წყარო XIX საუკუნის დასაწყისის მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისათვის“, დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობა 1804-1810 წლებში (ფრანგული წყაროებისა და საარქივო მასალის მიხედვით)“, დაიცვა 2003 წელს.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი: XIX საუკუნის პირველი ათწლეული, თბ., მწიგნობარი, 2018, გვ. 364 ISBN 9789941473517
  • ორიენტალისტური ძიებანი = Studia Orientalia: კრებული, ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2018, გვ. 352 ISBN 9789941417092
  • აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის = Between East and West: ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ: კრებული, თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2018, გვ. 392 ISBN 9789941182990
  • ნარკვევები საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან (XIX საუკუნის დასაწყისი), თბ., ენა და კულტურა, 2002, გვ. 168
  • მოგზაურობა სომხეთსა და სპარსეთში 1805-1806 წლებში, თბ., მეცნიერება, 1997, გვ. 288
  • ამუდე ჟობერის ცნობები ჯანიკის 1805 წლის აჯანყების შესახებ, თბ., საქ. მეცნ. აკად., აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი, 1990, გვ. 11

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 204-205

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება