ირინე გაბაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 მარტი, 2009, აშშ) — ქართველი სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში (1979) და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1979).

1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000–2008 წლებში მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიაში მწვრთნელად. გარდაიცვალა აშშ-ში, 48 წლის ასაკში.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1979 მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი  
1979 მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 355, თბ., 2002;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 157, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება