ირინა არხიპოვა
ირინა კონსტანტინეს ასული არხიპოვა (რუს. Ирина Константиновна Архипова; დ. 2 დეკემბერი, 1925, მოსკოვი — გ. 11 თებერვალი, 2010, იქვე) — რუსი საოპერო მომღერალი (მეცო-სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1966), სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი (1948) და მოსკოვის კონსერვატორია (1953). არხიპოვას დებიუტი შედგა სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1956 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. აქვს ძლიერი ხმა, გამოირჩევა დახვეწილი ოსტატობითა და არტისტიზმით. არხიპოვას რეპერტუარიდან აღსანიშნავია მარინა მნიშეიკის (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ამნერისის (ვერდის „აიდა“), კარმენის (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 616.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-02-25 საიტზე Wayback Machine.