ირინა ანდრონიკაშვილი
ირინა ანდრონიკაშვილი (დ. 21 ნოემბერი, 1963) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1987–1988 წლებში ინტერნატურა გაიარა თერაპიაში ნ.კახიანის სახელობის საგზაო კლინიკურ საავადმყოფოში. 1988–1990 წლებში იყო ა.ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი 1990 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა №4 კათედრის ასისტენტია. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის პრობლემებზე.
1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰუმორული ნატრიურეზული სისტემა მარილმგრძნობელი ესენციური ჰიპერტენზიის დროს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 17