ირაპუატო
ირაპუატო (ესპ. Irapuato) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში. მდებარეობს არანდასის მთის ძირში, გუანახუატოს შტატის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. გაშენებულია მდინარე სილაოსა და გუანახუატოს შორის, ზღვის დონიდან 1 724 მეტრზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ირაპუატო Irapuato | |||||
ქალაქის ისტორიული ნაწილი | |||||
| |||||
ქვეყანა | მექსიკა | ||||
შტატი | გუანახუატო | ||||
კოორდინატები | 20°40′00″ ჩ. გ. 101°21′00″ დ. გ. / 20.66667° ჩ. გ. 101.35000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1547 | ||||
ფართობი | 845,16 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 724 მ | ||||
მოსახლეობა | 342 561 კაცი (2005) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6, ზაფხულში UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 462 | ||||
საფოსტო ინდექსი | 36590 - 36899 | ||||
ოფიციალური საიტი | irapuato.gob.mx | ||||
2005 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 342 561 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის შტატის მეორე უდიდესი ქალაქია. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 463 103-ს აღწევს.[1][2]
ქალაქის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა; ცნობილია მისი მარწყვი, ღორები და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. მთელს მექსიკაში განთქმულია ირაპუატოს ხილი, ყვავილები და მდიდრული ბაღები.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2005 Census. INEGI: Instituto Nacional de Estadística, Geografía e Informática. ციტირების თარიღი: 2007-03-22.
- ↑ Mexican Municipality Encyclopedia. Enciclopedia de los Municipios de México. დაარქივებულია Guanajuato ორიგინალიდან — 2007-03-17. ციტირების თარიღი: 2007-03-22.
- ↑ Irapuato. Questia Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2007-03-21.