ირანის პრეზიდენტი

(გადამისამართდა გვერდიდან ირანის პრეზიდენტები)

ირანის პრეზიდენტიირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით 4 წლის ვადით. იგი ქმნის მინისტრთა კაბინეტს და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ირანის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იმყოფება ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის (ამჟამად აიათოლა ხამენეი) კონტროლის ქვეშ. პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ. თავდაპირველად მას სიმბოლური ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ გაუქმდა პრემიერ-მინისტრის პოსტი და მისი ბევრი ფუნქცია პრეზიდენტს დაეკისრა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს.

ირანის პრეზიდენტები

რედაქტირება
გვარი და სახელი მოღვაწეობის წლები შენიშვნა
1 აბოლჰასან ბანისადრი 19801981 გამოეცხადა იმპიჩმენტი
2 მოჰამედ ალი რაჯაი 1981 მოკლეს
3 ალი ხამენეი 19811989 აირჩიეს სულიერ ლიდერად
4 აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი 19891997
5 მოჰამედ ხათამი 19972005
6 მაჰმუდ აჰმადინეჟადი 20052013
7 ჰასან რუჰანი 20132021
8 იბრაჰიმ რაისი 20212024 გარდაიცვალა ავიაკატასტროფის შედეგად
მოჰამად მოხბერი 2024
9 მასუდ ფეზეშქიანი 2024 – დან

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება