სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგურია.

ირაკლი ბესარიონის ძე ცაგურია (დ. 1892 — გ. 11 ნოემბერი, 1969) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი (1919).

ირაკლი ცაგურია
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1892
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი, 1969 (77 წლის)
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სამხედრო სამსახურის წლები 1913–1921
ბრძოლები/ომები

დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი (1913) და მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი (1914). I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე და მონაწილეობდა გენერალ ნიკოლოზ ბარათოვის ექსპედიციაში ირანში, სადაც მეთაურობდა კავკასიის სამთო-საარტილერიო დივიზიონის ბატარეას შტაბს-კაპიტნის ჩინით. 1917 წლის ივლისში პეტროგრადში მივლინების პერიოდში მონაწილეობდა მიიღო ბოლშევიკთა გამოსვლების ჩახშობაში.

1918 წლიდან მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში ჯერ კაპიტნის, შემდეგ პოდპოლკოვნიკის და ბოლოს, პოლკოვნიკის წოდებით. თავი გამოიჩინა სადახლოს ბრძოლაში სომხეთთან ომის დროს (1918) და ნორიოსთან შეტაკებაში საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს (1921). მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; გეგმის მიხედვით უნდა აეღო ვაზიანი, რაც ვერ განხორციელდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ძირითადად ცხოვრობდა ბელგიაში. ერთხანს იყო საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. აქვეყნებდა სამხედრო-ისტორიული შინაარსის პუბლიცისტურ სტატიებს ემიგრანტულ პრესაში საკუთარი სახელით და სხვადასხვა ფსევდონიმით (იტრია სურამელი, Colonel D. de Souramy და სხვ.). დაჯილდოებული იყო გიორგის ოქროს იარაღით წარწერით „მამაცობისთვის“ (1917) და წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1918).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება