ირაკლი მექვაბიშვილი

ირაკლი მექვაბიშვილი (დ. 11 მაისი, 1973, თბილისი, საქართველო) — ქართველი ბანკირი და ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს გენერალური აუდიტორი (სახელმწიფო აუდიტის სამსახური) 2017 წლის 20 სექტემბრიდან[1][2] 2022 წლის 20 სექტემბრამდე.

ირაკლი მექვაბიშვილი
დაბადების თარიღი 11 მაისი, 1973 (1973-05-11) (51 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ბანკირი, ეკონომისტი, მენეჯერი

განათლება

რედაქტირება

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საბანკო საქმის სპეციალობით. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (თემა: „საბანკო ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის გზები თანამედროვე ეტაპზე“).

სამუშაო გამოცდილება

რედაქტირება

2015-2017 წლებში მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი და ასოცირებული დირექტორი იყო.[3] ამავე ორგანიზაციაში ასევე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის: მთავარი ბანკირი, ბიზნეს-ლიდერი საქართველოსა და აზერბაიჯანში, ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტი, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონში; 2007-2015 წლებში უფროსი ბანკირი, ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტი, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონი, ბიზნესკოორდინატორი საქართველოში.

2008-2014 წლებში იყო „თიბისი ლიზინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

1996-1998 წლებში იყო საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ეკონომისტი საქართველოს ეროვნულ ბანკში.[4] 1998-2004 წლებში მუშაობდა სს „გაერთიანებულ ქართული ბანკში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის გენერალურ დირექტორად (2003-2004). 2005-2006 წლებში მსახურობდა „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორად. 1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის პოზიციაზე. 1997 წელს საბანკო აუდიტორის პოზიციაზე იმუშავა მინეაპოლისის (მინესოტის შტატი, აშშ) ფედერალური სარეზერვო ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. 1996-1996 წლებში იყო კომერციული ბანკი „კრწანისის“ სახაზინო დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტი.

ქართულის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება