ირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე (დ. 30 სექტემბერი, 1979) — ქართველი ეკონომისტი და თანამდებობის პირი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირება2000-2015 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში, მათ შორის იყო გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქტორი. 2013 წელს დააფუძნა გაზეთი „Caucasian Business Week“.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაასტრიხის მენეჯერთა სკოლა, 2015 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.[2]
იმავე წელს დაინიშნა თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოადგილედ.[3].
2018 წელს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა ბიზნესომბუდსმენის პოსტზე.[4]
2019 წლის 29 ნოემბრიდან არის კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.