ირაკლი იაშვილი
ირაკლი იაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
ირაკლი იაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1962 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1984 წელს დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 1990 წელს მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“. 2008 წლის 7 ივნისიდან 27 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი იაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი იაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)