ირაკლი ანჯაფარიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჯაფარიძე.

ირაკლი ერმილეს ძე ანჯაფარიძე (დ. 1 იანვარი 1915, სოფელი აბედათი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 იანვარი 1990, თბილისი) — ქართველი ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1986).

ირაკლი ანჯაფარიძე
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1915(1915-01-01)
დაბ. ადგილი აბედათი, მარტვილის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 15 იანვარი, 1990(1990-01-15) (75 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ნიადაგთმცოდნე
მუშაობის ადგილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1935 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1945–49 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მემინდვრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1953–59 წლებში — ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე. 1959 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი). შეისწავლა საქართველოს ყავისფერი და დამლაშებული ნიადაგები. აგროქიმიური თვალსაზრისით გამოიკვლია საქართველოს უმთავრესი ნიადაგური ტიპები. პირველად დაამუშავა (ივანე სარიშვილთან ერთად) საქართველოს ნიადაგის აგროქიმიური კარტოგრამები. შეადგინა (გაბრიელ ტალახაძესთან ერთად) საქართველოს ნიადაგის ატლასი და ნიადაგთწარმომქმნელი ქანების რუკა.

მასვე ეკუთვნის „მელიორაციული ნიადაგთმცოდნეობის“ სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის და 4 მონოგრაფიული ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნიადაგის ეროზია და მასთან ბრძოლა (თანაავტორი). თბილისი, 1987;
  • მელიორაციული ნიადაგთმცოდნეობა (ავტორი). თბილისი, „განათლება“, 1977;
  • საქართველოს ყავისფერი ნიადაგები (ავტორი). თბილისი, „საბჭ. საქართველო“, 1972.