იპოდრომის ხიდი
იპოდრომის ხიდი (რუს. Ипподромный мост) — საფეხმავლო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოსა და ფრუნზეს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 26,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.
იპოდრომის ხიდი რუს. Ипподромный мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′52″ ჩ. გ. 30°20′12″ ა. გ. / 59.91444° ჩ. გ. 30.33667° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 26,8 მ |
სიგანე | 3 მ |
გახსნის თარიღი | 1986 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს სადარბაზოს შესახვევის დასაწყისში.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ბოროვოის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „შემოვლითი არხი“ და „პუშკინსკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებაიპოდრომის ხიდმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1944 წელს ამჟამინდელი პიონერთა მოედნის ადგილზე მდებარე იპოდრომის მიხედვით, რომელიც ააგეს XIX საუკუნის 80-იან წლებში ლეონტი ბენუას პროექტის მიხედვით და დაიწვა ლენინგრადის ბლოკადის დროს.
ისტორია
რედაქტირებაიპოდრომის ხიდი ცნობილია 1944 წლიდან. ძველი ხიდი იყო ხისგან აგებული და სამმალიანი. ამ ფორმით ხიდი მოქმედებდა 1984 წლამდე. ამჟამად არსებული ხიდი აგებულია 1985-1986 წლებში პროექტს მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს ინჟნრებმა ვ. ი. ფელდმანმა, ა. პ. პეტროვმა და არქიტექტორმა ზ. გ. არტემიევმა.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია, აგებულია რკინაბეტონით. ხიდი ეყრდნობა სანაპიროს კედლებს. მისი სიგრძეა 26,8 მ, ხოლო სიგანე – 3 მეტრი .
ხიდი გამოიყენება ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ხიდს აქვს თუჯის მოაჯირები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 37. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ипподромный мост //СПб ГБУ «Мостотрест»