ბოროვოის ხიდი (რუს. Боровой мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 38 მეტრი, ხოლო სიგანე — 18,5 მეტრი.

ბოროვოის ხიდი
რუს. Боровой мост
კოორდინატები: 59°54′57″ ჩ. გ. 30°20′41″ ა. გ. / 59.91583° ჩ. გ. 30.34472° ა. გ. / 59.91583; 30.34472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 38 
სიგანე 18,5 
გახსნის თარიღი 1882 წ.
რეკონსტრუქცია 1889, 1960-1961 წწ.
ბოროვოის ხიდი — რუსეთი
ბოროვოის ხიდი
ბოროვოის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ბოროვოის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს ბოროვოის ქუჩის დასაწყისში.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ნოვო-კამენის ხიდი, ხოლო ქვემოთ — იპოდრომის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია (320 მ) „შემოვლითი არხი“.

სახელწოდება

რედაქტირება

1881 წლიდან 1880-იანი წლების შუა პერიოდამდე ანდრეევის ხიდი ერქვა, ხოლო 1880-იანებიდან მისი სახელწოდება არის ბოროვოის ხიდი, რომელმაც აღნიშნული სახელი ამავე სახელწოდების ქუჩისაგან მიიღო, რომლის დასაწყისშიც ამჟამად ხიდია განთავსებული. 1901 წელს გრაფმა ნ. ფ. გეიდენმა ქალაქის საბჭოში გააგზავნა მოხსენება ბოროვოის ქუჩის სახელის შეცვლის შესახებ და მოითხოვდა მას დარქმეოდა ძმის (რუს. Братский) ხიდი, მაგრამ წინადადება არ განუხილავთ.

1881-1882 წლებში ამ ადგილზე, ინჟინერ ა. ი. შტუკენბერგის მეთვალყურეობით ააგეს ხის ხიდი. 1882 წელს ხიდი შევიდა ქალაქის შემადგენლობაში. 1889 წელს, მძიმე ავარიული მდგომარეობის გამო, საჭირო გახდა მისი გამაგრება.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში ხიდი მთლიანად განადგურდა გერმანელების პირდაპირი საჰაერო დარტყმების შედეგად. ხიდის აღდგენა მოხდა ლენინგრადის გზა-ხიდების აღმდგენი ბატალიონის მიერ.

ამჟამად არსებული ხიდი აგებულია 1960-1961 წლებში პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა ა. ა. კულიკოვმა და არქიტექტორმა ლ. ა. ნოსიკოვმა.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ერთმალიანია, დაგეგმარებით დამრეცია, დახრის კუთხეა 74°. მისი სიგრძეა 38 მ, ხოლო სიგანე – 18,5 მეტრი (ტროტუარების სიგრძე 2,25 მეტრი).

ხიდი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი მეტალის პარაპეტებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 37. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება