იოჰან ჰაინრიხ ლამბერტი

იოჰან ჰაინრიხ ლამბერტი (გერმ. Johann Heinrich Lambert; დ. 26 აგვისტო, 1728, ელზასი — გ. 25 ოქტომბერი, 1777, ბერლინი) — შვეიცარიელ-გერმანელი ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. აკადემიკოსი ბერლინსა და მიუნხენში.

იოჰან ჰაინრიხ ლამბერტი
გერმ. Johann Heinrich Lambert
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1728(1728-08-26)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი მიულუზი[1]
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1777(1777-09-25)[1] [5] [2] [6] [4] (49 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი[7]
მოქალაქეობა Republic of Mulhouse
საფრანგეთი[8]
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი[9]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი[10]

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოჰამ ჰენრიხ ლამბერტი დაიბადა 1728 წლის 26 აგვისტოს ელზასში (ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთი) ღარიბი თერძის ოჯახში. იოჰან ლამბერტს შესანიშნავი ხელწერა ჰქონდა, რის გამოც თხუთმეტი წლის ასაკში გადამწერის თანამდებობა მიიღო. შემდეგ კი ბაზელის პროფესორის — იზელინის მდივანი გახდა. თავისუფალ დროს ლამბერტი მეცნიერულ მუშაობას ახმარდა. 1764 წელს ფრიდრიხ დიდმა ლამბერტი ბერლინში მიიწვია, სადაც აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და სამშენებლო სამუშაოების მთავარ ინსპექტორად დანიშნეს.

1759-1761 წლებში ლამბერტმა გამოაქვეყნა შრომების სერია, რომლებშიც ფოტომეტრიის თეორია დაამუშავა. ფოტომეტრიაში იგი, უპირველესად ცდილობდა სინათლის გაზომვის ზოგადი პრინციპების დადგენას; აქედან გამომდინარე მან თეორიულად განსაზღვრა სინათლის ძალა ცალკეულ შემთხვევებში და შეადარა ექსპერიმენტების შედეგები; ლამბერტმა ჯერ გაარჩია მნათი სხეულის აბსოლუტური განათებულობა, შემდეგ კი ხილული, ანუ თვალით აღქმული სიკაშკაშე. ამის შესაბამისად, ფოტომეტრიაში ჩამოაყალიბა შემდეგი ძირითადი დებულებები: რაიმე ზედაპირის განათებულობა ტოლია სინათლის ძალის შეფარდებას სინათლის წყარომდე მანძილის კვადრატთან; წერტილოვანი წყაროს მიერ რომელიმე ზედაპირის განათებულობა ტოლია სინათლის ძალისა და ზედაპირზე სინათლის დაცემის კუთხის კოსინუსის ნამრავლის შეფარდებისა სინათლის წყარომდე მანძილის კვადრატთან. ამ ზოგადი დებულებებიდან მათემატიკური გზით გამოიყვანა მრავალი კანონი სხვადასხვა პირობებში სხეულის განათებულობის შესახებ. შემდეგ განიხილა სარკიდან არეკლილი და სარკეში გასული სინათლის რაოდენობა. განსაზღვრა მზის სიკაშკაშის ფარდობა სავსე მთვარის სიკაშკაშესთან. ამის შემდეგ შექმნა საკუთარი ტიპის ფოტომეტრი, რომლითაც პრაქტიკულად შეამოწმა თავისი მოსაზრებები.

1761-1766 წლებში იოჰან ლამბერტს ეკუთვნის მათემატიკაში π რიცხვის ირაციონალობის დამტკიცება, შრომები პარალელურად წრფეების, სფერული ტრიგონომეტრიული და ალგებრული განტოლებების შესახებ და სხვა. სისტემატურად იყენებდა ჰიპერბოლურ ფუნქციებს. მან შექმნა აგრეთვე ნატურალური ციფრების ცხრილი 102000-მდე 1770 წელს. შრომების ერთი ნაწილი ასტრონომიას მიუძღვნა. თავის შრომებში იგი პირველი იხსენიებს ორმაგ ვარსკვლავებს. ეკუთვნის ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებიც.

იოჰან ლამბერტი გარდაიცვალა ბერლინში 1777 წლის 25 ოქტომბერს. მეცნიერის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს, რომელიც აღმოაჩინეს 1878 წელს და კრატერს მთვარის ხილულ მხარეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., იშხნელი ა., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. IV, თბ., 1980, გვ., 76-77
  • И. Г. Ламберт. Сборник статей к 250-летию со дня рождения // Историко-математические исследования. — М.: Наука, 1980. — № 25. — С. 189—260.
  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп.. — Киев: Наукова думка, 1986. — 512
  • Круглов А. Н. О понятии феноменологии.// Историко-философский ежегодник. М.: Наука, 2006. С.101-104.
  • Кузичева З. А. Учение о знаках Г. И. Ламберта // Современная логика: проблемы теории, истории и применения в науке: Материалы VII Общероссийской научной конференции. 20—22 июня 2002 г. СПб., 2002. С. 332—334. ISBN 5-288-03115-0
  • Paola Basso Filosofia e geometria : Lambert interprete di Euclide. Firenze : La nuova Italia, 1999. — X, 263 p. ISBN 8822142357
  • Athanase Papadopoulos et Guillaume Théret, " La théorie des parallèles de Johann Heinrich Lambert : Présentation, traduction et commentaires ", Collection Sciences dans l’histoire, Librairie Albert Blanchard, Paris, 2014. ISBN 978-2-85367-266-5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118568876 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.
  4. 4.0 4.1 Internet Philosophy Ontology project
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. SNAC — 2010.
  7. Ламберт Иоганн Генрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. https://data.bnf.fr/fr/12359659/jean-henri_lambert/
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.