იოჰანეს ფიბიგერი
იოჰანეს ანდრეას გრიბ ფიბიგერი (დან. Johannes Andreas Grib Fibiger; დ. 23 აპრილი, 1867, სილკებორგი, დანია, — გ. 30 იანვარი, 1928, კოპენჰაგენი) — დანიელი ექიმი და პათოლოგი. პირველმა შეძლო ლაბორატორიულ პირობებში ცხოველებში სიმსივნური პროცესის აღძვრა, რამაც ონკოლოგიურ მეცნიერებაზე ძირეული გავლენა მოახდინა. ამისთვის მას 1926 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
იოჰანეს ფიბიგერი | |
---|---|
დან. Johannes Andreas Grib Fibiger | |
დაბ. თარიღი | 23 აპრილი, 1867[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | სილკებორგი[9] |
გარდ. თარიღი | 30 იანვარი, 1928[9] [10] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | კოპენჰაგენი[9] |
დასაფლავებულია | Garnisons Kirkegård[1] |
მოქალაქეობა | დანიის სამეფო |
საქმიანობა | ექიმი, ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, bacteriologist, პარაზიტოლოგი, პათოლოგანატომი, ზოოლოგი და ანატომი |
მუშაობის ადგილი | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი |
დედა | Elfride Fibiger |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] და doctor honoris causa from the University of Paris[13] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოჰანეს ფიბიგერმა დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1883), შემდეგ მიკრობიოლოგიას ბერლინში სწავლობდა რობერტ კოხთან და ემილ ბერინგთან. 1891 წლიდან მუშაობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიურ განყოფილებაში, 1894-1897 წლებში — დანიის სამეფო არმიის სამედიცინო კორპუსში. სადოქტორო დისერტაცია 1895 წელს დაიცვა დიფტერიის ბაქტერიოლოგიის ასპექტებზე. 1900 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის პროფესორი გახდა. ასევე იყო დანიის არმიის სამედიცინო სამსახურის ცენტრალური ლაბორატორიის დირექტორი და ექიმი-კონსულტანტი.
1907 წელს ტუბერკულოზით ინფიცირებული ლაბორატორიული ვირთხების კვლევისას ზოგიერთი ცხოველის კუჭში სიმსივნური წარმონაქმნები აღმოაჩინა და ინტენსიური კვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ ამ სიმსივნეს წინ უსწრებდა კუჭის ანთებითი ცვლილებები, რომელსაც მრგვალი ჭიის ლარვა (Gongylonema neoplasticum) იწვევდა. ლარვა ვირთხის კუჭში ინფიცირებული ტარაკანის შეჭმის შემდეგ ხვდებოდა. 1913 წლისთვის ფიბიგერმა შეძლო აღნიშნული ლარვების ლაბორატორიული თაგვების ორგანიზმში შეტანით კუჭის სიმსივნის გამოწვევა. სიმსივნის განვითარებისა და შემდგომი მეტასტაზირების პროცესზე დაკვირვებით ფიბიგერმა მნიშვნელოვანი არგუმენტები შესძინა იმდროისთვის გაბატონებულ მოსაზრებას, რომ კიბოს მიზეზი ქსოვილების ანთებითი ცვლილებები იყო. ფიბიგერის შრომების ზეგავლენით იაპონელმა მეცნიერმა იამაგივა კაცუსაბურომ შეძლო ლაბორატორიულ ცხოველებში სიმსივნის მოდელირება მათი კანის ქვანახშირის ფისით დაფარვით. ეს მეთოდი შემდეგ თავად ფიბიგერმაც გამოიყენა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიის ლარვები არ იყო ცხოველებში ანთების უშუალო მიზეზი, თუმცა ფიბიგერის შრომებმა საფუძველი შეუქმნა ექსპერიმენტული ონკოლოგიის განვითარებას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იოჰანეს ფიბიგერი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Johannes Fibiger – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2020.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 Who Named It?
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Dansk Biografisk Lexikon
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 9.2 Фибигер Йоханнес Андреас Гриб // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.nndb.com/lists/438/000106120/
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1926 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176