იოჰანეს ვარესი (ესტ. Johannes Vares; დ. 12 იანვარი, 1890, ვილიანდიმაა, ესტონეთი — გ. 29 ნოემბერი, 1946, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოეტი და მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე.

იოჰანეს ვარესი
იოჰანეს ვარესი
ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1-ლი თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 აგვისტო, 1940 – 29 ნოემბერი, 1946
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეედუარდ პიალი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 1940 – 25 აგვისტო, 1940
პრეზიდენტიკონსტანტინ პიატსი
წინამორბედიიური ულუოტსი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული12 იანვარი, 1890
ვილიანდიმაა, ესტონეთი
გარდაცვლილი29 ნოემბერი, 1946
ტალინი, ესტონეთის სსრ
პოლიტიკური პარტიასკკპ

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოჰანეს ვარესმა დაამთავრა პიარნუს გიმნაზია, 1910–1914 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველი მსოფლიო ომის დროს 1915–1918 წლებში მსახურობდა სამხედრო ექიმად.

მონაწილეობდა 1918–1920 წლების ესტონეთის განმათავისუფლებელ ომში, კონსტანტინ პიატსის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის მხარეს. 1920–1930-იან წლებში მუშაობდა პიარნუში ექიმად. 20-იანი წლბის დასაწყისში იწყება მისი ლიტერატურული კარიერა. იგი წერდა იოჰანის ბარბარუსის სახელწოდებით, მიეკუთვნებდა ლიტერატურული დაჯგუფების სიურუს რიგებს.

1940 წლის ივნის-აგვისტოში ხელმძღვანელობდა ესტონეთის მთავრობას. ხოლო ესტონეთის გასაბჭოების შემდეგ სიკვდილამდე იყო ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1940 წლის სექტემბრიდან ესტონეთის კომპარტიის ცკ-ის წევრია. 1941 წლიდან სსრკ-ის უმაღლესი სბჭოს დეპუტატია. 1941–1944 წლებში ემიგრაციაშია. გერმანელების უკან დახევის შემდეგ ესტონეთში ბრუნდება.

1946 წლის 29 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი კადრიორგის რეზიდენციაში აბაზანის იატაკზე. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაკრძალულია ტალინში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება