იაპონურ სამზარეულოში yōshoku (იაპონ. 洋食 western food?) აღნიშნავს დასავლეთის გავლენის ქვეშ მყოფი სამზარეულოს სტილს, რომელიც წარმოიშვა მეიძის აღდგენის დროს. ეს ძირითადად ევროპული კერძების იაპონიზებული ფორმებია, რომლებსაც ხშირად დასავლური სახელები აქვთ და ჩვეულებრივ კატაკანაში იწერება. ეს არის შერწყმული სამზარეულოს მაგალითი.

ჰაიაში

ისტორია რედაქტირება

მეიძის აღდგენის დასაწყისში (1868 - 1912) ეროვნული განმარტოება აღმოიფხვრა და მეიძის იმპერატორმა დასავლეთის იდეები გამოაცხადა იაპონიის სამომავლო პროგრესისთვის აუცილებელ მიმართულებად. რეფორმების ფარგლებში, იმპერატორმა გააუქმა წითელი ხორცის აკრძალვა და ხელი შეუწყო დასავლურ სამზარეულოს, რაც დასავლელების უფრო დიდი ფიზიკური ზომის მიზეზად მიიჩნეოდა. ამრიგად, იშოკუ ეყრდნობა ხორცს, როგორც ინგრედიენტს, მაშინდელი ტიპური იაპონური სამზარეულოსგან განსხვავებით. გარდა ამისა, ბევრმა დასავლელმა, ვინც იმ დროს იაპონიაში დაიწყო ცხოვრება, უარი თქვა ტრადიციული იაპონური კერძების მომზადებაზე და ამიტომ იაპონელმა შეფებმა ისწავლეს როგორ ამზადებდნენ სხვადასხვა კერძებს დასავლური სტილის სამზარეულოში, ხშირად იაპონურ ელემენტებსაც უმატებდნენ. [1]

ტერმინ "yōshoku" - ის პირველი ჩაწერილი ბეჭდვითი გამოცემა თარიღდება 1872 წელს. წარსულში, ტერმინი იყო დასავლეთ სამზარეულოსთვის განკუთვნილი, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში წარმოიშვა იგი რეალურად ( ფრანგული, ინგლისური, იტალიური და ა.შ. საწინააღმდეგოდ), მაგრამ ცნობილი გახდა განსხვავებები ევროპული სამზარეულოსა და yōshoku-ს შორის 1980-იან წლებში. მრავალი ევროპული რესტორნის გახსნის გამო, რომლებიც უფრო ავთენტურად ევროპულ (არაიაპონიზირებულ) საკვებს ამზადებდნენ.

მიმოხილვა რედაქტირება

1898 წელს გამოსული "იაპონური სამზარეულოს სრული წიგნაკი" (日本 料理 法 大全) ავტორი ჯიჰეი იშიი ამბობს, რომ: ”Yōshoku იაპონური საკვებია”.  ეს სტილი შეიქმნა მეიძის ეპოქაში და მას შეიძლება არც ისე დიდი ხნის ისტორია ჰქონდეს, როგორც ვაშოკუს (იაპონური ტრადიციული კერძები), მაგრამ არსებობს yushoku კერძები, რომლებიც ტრადიციულ იაპონურ კერძად იქცა.  Yōshoku ითვლება იაპონურ სამზარეულოსთან ადამტირებულ კვების სტილად, მათ შორის შედის ისეთი ტიპური ადაპტირებული კვება, როგორიცაა კაცუ, beefsteak, korokke, naporitan, Hayashi ბრინჯი და კარის ბრინჯი (იაპონური კარი). [2] ამ კერძებიდან ბევრს იგი ვოშოკუდაც კი მიაჩნიათ.  იოშოკუმ დაიწყო დასავლური რეცეპტების შეცვლა უცხო ქვეყნების სამზარეულოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ან ადგილობრივი გემოვნების შესატყვისი ადაპტაციისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში იშოკუმ ასევე შეიმუშავა კერძები, რომლებიც საერთოდ არ ემყარებოდა ევროპულ საკვებს, როგორიცაა ქათამი ბრინჯით და ომურსი ( ომლეტის ბრინჯი). დახვეწილი სოუსები მეტწილად აღმოიფხვრა და ისინი ჩაანაცვლეს პომიდვრის კეტჩუპმა, დემი – გლასის სოუსმა და ვოსტერმა. 

იოშოკუს ტიპური კერძები რედაქტირება

 
კოროკე

კასტელა[3]

კარი[2][4]

სტიუ[5]

ჰაიაშის ბრინჯი

კრემაინი სტიუ

ნიკუიაგა 肉じゃが[6]

კაროკე[7]

ნანბანის ქათამი (იაპონ. チキン南蛮 chikin nanban?): შემწვარი ქათამი ტარტარის სოუსითა და ძმრით.

პიროშიკი

შემწვარი ხამანწკები (იაპონ. カキフライ kakifurai?)

საქონლის სტეიკი (იაპონ. ビーフステーキ Bīfusutēki?): სტეიკი იაპონურ სოუსთან ერთად. მეუნიერი

სპაგეტი

ხორცის კატლეტი

შემწვარი ქათამი (ქათამი კატცუ)

კატცუ - ღორის ხორცით

სქოლიო რედაქტირება

  1. „Japan's surprising 'Western' cuisine“. BBC News. 15 July 2020. ციტირების თარიღი: 15 July 2020.
  2. 2.0 2.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (18 November 2014).
  3. Levin Tan. (26 October 2018) Memories of meals: RAMEN SHOP and the power of food films. japanesefilmfestival.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 12 May 2020
  4. Mina Holland. (7 October 2017) Masterchef's Tim Anderson’s kitchen – and his recipe for chicken katsu curry. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 May 2020
  5. Makiko Itoh. (16 October 2015) An idea simmering for centuries: Japanese 'white stew'. The Japan Times. ციტირების თარიღი: 12 May 2020
  6. Makiko Itoh. (22 April 2017) The storied history of the potato in Japanese cooking. The Japan Times. ციტირების თარიღი: 12 May 2020
  7. John Maher. (29 August 2017) The Addictive Animated Food of Miyazaki Films. ციტირების თარიღი: 12 May 2020