ხორცის კატლეტი
ხორცის კატლეტი (ფრ. côtelette - ნეკნი [1]) - ხორცის თხელი ნაჭერი ბატკნის, ქათმის, ძროხის ან ღორის ნეკნიდან ან ფეხიდან ან ამ ნაწილისგან მომზადებული კერძი, შემწვარი და ხშირად პურის ნამცეცების ქერქით დაფარული. არსებობს კერძის ვეგეტერიანული ვერსიაც პუეის ნამცეცებით შემწვარი ბოსტნეულით (უმეტესად კარტოფილით).
პოსტსაბჭოთა ქვეყნები
რედაქტირებაპოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში სიტყვა "კატლეტით" ჩვეულებრივად ძროხის ან ღორის ხორცის კატლეტი მოიხსენიება, რეცეპტში კი აუცილებლად შედის პური რძით, ხახვით, ნივრით, მწვანილით და სხვა სუნელებით. წასახემსებლად ხშირად იდება პურის ნაჭრების შორის ჰამბურგერივით, მაგრამ ასეთი კერძი რესტორნების მენიუში არ შეგხვდებათ. გარნირად იყენება მაკარონი, კარტოფილის პიურე ან ტაფაში შემწვარი კარტოფილი, XX საუკუნის შუა წლებში საბჭოთა კავშირში გაჩნდა ფარშისგან ქარხნულად დამზადებული კატლეტები [2]. ქათმის კატლეტი კიევური კატლეტის სახელით არის ცნობილი. არსებობს სახეობები კვერცხის, ცომის და კარაქის დამატებით.
ევროპა
რედაქტირებაგერმანული კატლეტი გამოირჩევა იმით, რომ ხორცის სახეობების უმეტესობის გამოყენებისას კატლეტის შუაში რჩება ნეკნის ძვალი. ძვლის გარეშე კეთდება ნეკნების უკანა ხორცის კატლეტი. კატლეტს სხვადასხვა სახელი აქვს ცხოველის სხეულის გამოყენებული ნაწილის მიხედვით, მაგ. "კისრის კატლეტი", "ფეხის კატლეტი" და ა.შ. კატლეტის სახელით ცნობილია ასევე ხერხემლიდან ვერტიკალურად დაჭრილი თევზი, შვეივარიაში კი - სერველატის სოსისი ("მუშის კატლეტის" სახელით) [3]. ავსტრიაში კატლეტი ცნობილია "ვანილის როსტბიფის" სახელით. ინგრედიენტებში ვანილი არ შედის - შედის ნიორი, რომელსაც ავსტრიაში "ღარიბი კაცის ვანილს" უწოდებდნენ. ემატება ასევე ხახვი, კარაქი, მარილი, პიმპილი და სხვა ინგრედიენტები, გარნირაად გამოიყენება შემწვარი კარტოფილი [4]. ბრიტანეთში კატლეტს არ ემატება პური და ეწოდება "ნეკნი" და რიგი სხვა სახელები [5]. იტალიაში პოპულარულია "მილანური კატლეტი" - პურის ნამცეცებით დაფარული და კარაქში შემწვარი ზორცის ნაჭერი. პოლონეთში გაიცემა კარტოფილის, პეროგის, რაიმე სალათის, მოხარშული კომბოსტოს და შემწვარი სოკოს გარნირით.
აზია
რედაქტირებაინდოეთში კატლეტის სახელით მოიხსენიება ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, კომბოსტო, ლობიო) ან მოხარშული და შემდეგ შემწვარი ხორცი სხვადასხვა სუნელით (ლიმონი, ჩილი, დარიჩინი, მარილი, წიწაკა და ხახვი), რომელიც შემდეგ იწობა კვერცხის ცილაში და იფარება პურის ნამცეცებით. ირანში კატლეტი ხორცის, ხახვის, პურის ნამცეცების, კარტოფილის პიურეს და სუნელების შეზავებაა. იაპონიაში კატლეტს ("კაცურეცუ", შემოკლებით "კაცუ") შნიცელის იაპონურ სახეობას ეძახიან. შრი-ლანკის სამზარეულოში კატლეტი თევზისგან მზადდება სხვადასხვა სუნელით, ფქვილით და კვერცხით, შემდეგ კი იწვება და იშლება ნამცეცებად. ჰონგ-კონგში კატლეტი ბრიტანელებმა შემოიტანეს ქვეყნის კოლონიზაციის დროს, აქ ის ჩვეულებრივად ბრინჯის ან სპაგეტის გარნირით იჭმევა.
ამერიკა
რედაქტირებააშშ-ში კატლეტი ევროპიდან შემოვიდა. ჯერ მხოლოდ ძროხის ხორცისგან მზადდებოდა, შემდეგ - ღორის. ინგლისურ რეცეპტების წიგნებში პირველად ჩნდება XVIII საუკუნეში. მზადდება ფქვილით, კვერცხით და პურით და იწვება ტაფაში ცოტაოდენი ზეთით. კუბაში და კანადაში ბოლო დროს პოპულარული ქათმის ხორცის გამოყენებაც.
წყაროები
რედაქტირება- https://www.telegraph.co.uk/foodanddrink/recipes/5888615/Pork-cutlet-with-broad-beans-wild-mushroom-and-sage.html
- https://www.ostarrichi.org/wort/5988
- https://babel.hathitrust.org/cgi/pt?id=uc1.b3924121;view=1up;seq=79
- https://www.srf.ch/audio/a-point
- https://www.nytimes.com/1964/11/15/archives/others-come-and-go-mikoyan-remains-how-to-survive-in-the-kremlin.html