იოსებ ცინცაძე
იოსებ რაჟდენის ძე ცინცაძე (დ. 1889 — გ. 1960, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე) — ქართველი ექიმი, პოლიტიკური ემიგრანტი.
დაიბადა ოზურგეთის მაზრის შეძლებული გლეხის ოჯახში. მისი ძმა იყო ქიმიკოსი შალვა ცინცაძე. უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო. შემდეგ კერძო პრაქტიკას ეწეოდა თბილისში, სადაც ჰქონდა შინაგან და ვენერულ სნეულებათა კაბინეტი (მდებარეობდა მიხეილის პროსპექტზე, №121). 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. მონაწილეობდა ქართველი ემიგრანტების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე (პარტიული ფსევდონიმი — „ლუკა“), შემდეგ საფრანგეთის ქართველთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016 . ISBN 9789941094361.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პირველი რესპუბლიკის თბილისის 20 ექიმი, რომელიც ვენერიულ სნეულებებს კურნავდა. „რესპუბლიკა 100“ (civil.ge). ნანახია 26 აგვისტო, 2020.