იოსებ მაკრახიძე (დ. 2 იანვარი, 1946, გორი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

იოსებ მაკრახიძე
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1946 (1946-01-02) (78 წლის)
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა ინჟინერი, პოლიტიკური მოღვაწე

1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების სპეციალობით.

1965-1973 წლებში იყო №3 ტრესტის მე-10 მოძრავი მექანიზებული კოლონის საქმისმწარმოებელი; 1974-1975 წლებში მუშაობდა №32 მოძრავ-მექანიზებულ კოლონის უფროსი სამუშაოთა მწარმოებელად; 1075-1977 წლებში ქ. ვოლოგდის №3 ტრესტის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1977-1979 წლებში იყო №3 ტრესტის მე-10 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მთავარი ინჟინერი; 1980-1981 წლებში კი 35-ე მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1981-1985 წლებში მუშაობდა №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მე-13 ტრესტის უფროსად; 1985-1999 წლებში იყო საავტომობილო გზების სამინისტროს №28 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1999 წლიდან შპს „იბოლიას“ დირექტორი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორის მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება