იოსებ ბარათაშვილი (პოლიტიკოსი)
იოსებ (სოსო) ბარათაშვილი (დ. 19 მაისი, 1960, ბოლნისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
იოსებ (სოსო) ბარათაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 მაისი, 1960 |
დაბადების ადგილი | ბოლნისი, ბოლნისის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1983 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1983-1989 წლებში იყო გეოლოგიური ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი. 80-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე; 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოდან“, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილებით ვადამდე შეუწყდა დეპუტატობის მანდატი. 1996-1997 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პედაგოგი. 1997 წლიდან არის ადვოკატი. 2002-2007 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ იურისტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვეული სპეციალისტი (2006). 2010 წლიდან იურიდიული კომპანია „პროცესის“ პარტნიორი, დირექტორი; 2012-2014 წლებში სისხლის სამართლის რეფორმების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი. 2005 წელს დასახელებული იყო წლის საუკეთესო ადვოკატად.