იოსებ ანდრიაშვილი
იოსებ ანდრიაშვილი (დ. 23 თებერვალი, 1919, მუკუზანი — გ. 13 მარტი, 1991) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.
1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.
1942–1965 წლებში მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრაზე. 1976 წლიდან იყო მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი პროფესორი. მისი შრომები ძირითადად ეხება ქართული ლითონური უნიკალური ძეგლების დამზადების ტექნოლოგია–შესწავლას, ჭედური ხელოვნების, იარაღების დამზადების, მივიწყებული ტექნოლოგიური პროცესების აღდგენა–განვითარებას.
ჯილდოები
რედაქტირება- 1989 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ლითონების დამუშავება : სახარატო საქმე: მე-10-11 კლ. სახელმძღვანელო თბილისი, განათლება, 1989 გვ. 215
- ლითონთა ტექნოლოგია : საკონსტრუქციო მასალების ტექნოლოგია : სახელმძღვ. ტექნიკუმებისათვის.მე-3 შევსებული და გადამუშავებული გამოცემა თბილისი, განათლება, 1988 გვ. 424
- ქართული ჭედური ხელოვნების ტექნოლოგიური პროცესი თბილისი, განათლება, 1967 გვ. 137
- სახარატო საქმე : მე-9 კლ. სახელმძღვანელო თბილისი, ცოდნა, 1964 გვ. 152
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 თბ., 1977 გვ. 149