იორქტაუნი (ვირჯინია)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|იორქტაუნი (ვირჯინია)}} |
იორკტაუნი მდებარეობს იორკის ოლქში, ვირჯინიის შტატში. 2000 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობს 203 ადამიანი. იორკტაუნი, იორკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.
ამ ქალაქთან, 1781 წელს გენერალი ჩარლზ კორნუოლისი დანებდა გენერალ ჯორჯ ვაშინგტონს და ამით დამთავრდა ამერიკის რევოლუცია. 1861–1865 წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ეს ქალაქი ასევე მნიშვნელოვანი პოზიცია იყო, აქ მდებარე პორტიდან მარაგდებოდა ომის მონაწილე ორივე მხარე, იმის და მიხედვით თუ ვისი კონტროლის ქვეშ იყო ქალაქი.
იორკტაუნი, ჯეიმსთაუნთან და უილიამსბურგთან ერთად შედის ე.წ. ისტორიულ სამკუთხედში.
გეოგრაფია
რედაქტირებააშშ სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით იორკტაუნის ფართობი არის 1.7 კმ², ფართობის 100% არის ხმელეთი.
დემოგრაფია
რედაქტირება2000 წლის აღწერის მიხედვით, იორკტაუნში ცხოვრობს 203 ადამიანი, 117 კომლი და 45 ოჯახი. მოსახლეობის 99.995% არის თეთრკანიანი, 0.00% აფრო–ამრიკელი, აზიელი, ადგილობრივი ამერიკელი (ე.წ. ინდიელები), ლათინოამერიკელები და 0.004% სხვა რასის წარმომადგენელი.
ისტორია
რედაქტირებაგეოგრაფიულად იორკტაუნი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია, იქიდან შეიძება ვირჯინიის მდინარეების კონტროლი და არის გასასვლელი ჩესაპიკის სანაპიროზე.
იორკტაუნი დაარსდა 1691 წელს, მისი პორტიდან ევროპაში გადიოდა თამბაქო.
ამერიკის რევოლუციის დროს, გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სწორედ ამ დაბასთან. აქ გამაგრებული იყო გენერალი ჩარლზ კორნუოლისი. იმ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია 9 შენობა. ხოლო ფრანგი მებრძოლების პატივსაცემად დგას მემორიალი.
1862 წელს, ნახევარკუნძულის კამპანიის დროს, იორკტაუნი იყო გენერალი ჯორჯ მაკკლელანის ბაზა.
ამჟამად იორკტაუნში განლაგებულია ორი სამხედრო ობიექტი.
- იორკტაუნის სანაპირო დაცვის სადგური. აქ ამზადებენ სანაპირო დაცვის რეზერვისტ ოფიცრებს.
იორკტაუნის ახლოს მდებარეობს ნორფოლკის საზღვაო ბაზა და ნიუპორტ ნიუსის გემთმშენებელი ქარხანა.