იონიშკისი (ლიეტ. Joniškis, პოლ. Janiszki) — ქალაქი ჩრდილოეთ ლიეტუვაში, მდებარეობს ლატვიის საზღვრიდან 14 კილომეტრში. იონიშკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ვილნიუსიდან ჩრდილო-დასავლეთით 253 კილომეტრზე. კაუნასიდან ჩრდილოეთით 187 კილომეტრზე, ხოლო შიაულიაიდან 39 კმ. ასევე ჩრდილოეთით.

ქალაქი
იონიშკისი
Joniškis

იონიშკისის ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა შიაულიაის მაზრა
რაიონი იონიშკის რაიონი
კოორდინატები 56°12′00″ ჩ. გ. 23°34′00″ ა. გ. / 56.20000° ჩ. გ. 23.56667° ა. გ. / 56.20000; 23.56667
პირველი ხსენება 1526
ამჟამინდელი სტატუსი 1933
ფართობი 8.95 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 60 მეტრი, 51 მეტრი
მოსახლეობა 11 129 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი LT-84001
ოფიციალური საიტი joniskis.lt
იონიშკისი — ლიეტუვა
იონიშკისი

გერბი მიიღეს 1992 წელს. მასზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ამარცხებს დრაკონს.

ისევე როგორც ლიეტუვის ქალაქების უმრავლესობაში იონიშკისშიც მოსახლეობის უმრავლესობას ებრაელები შეადგენდნენ. 1897 წლის მონაცემებით ქალაქში მაცხოვრებელი 4 774 ადამიანიდან 2 272 ებრაელი იყო. პირველსა და მეორე მსოფლიო ომს შორის პერიოდში აქ ცხოვრობდა დაახლოებით 700 ებრაელი. მოქმედებდა ებრაული სკოლა და სამი სინაგოგა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება