იოლდია
იოლდია (Yoldia) — ზღვის ორსაგდულიანების გვარი. ნიჟარის სიგრძე 1-იდან 4 სმ აღწევს. ნიჟარის საკეტი მრავალრიცხოვანი კბილანებითაა მოფენილი. გვარში 20-მდე სახეობაა. ბინადრობენ რბილ გრუნტზე, 200-მდე მ სიღრმეზე. ყოფილ სსრკ-ში შორეულ აღმოსავლეთის ზღვებში იოლდიას გვარის 8 სახეობაა გავრცელებული, ჩრდილოეთ ზღვებში 1 — ჩრდილოეთის იოლდია (Yoldia hyperborea). წინათ იოლდიას გვარს აკუთვნებდნენ მოლუსკებს, რომლებიც მოგვიანებით დამოუკიდებელ გვარებად (Portlandia და Yoldia) გამოყვეს.
იოლდია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Yoldia limatula | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Yoldia | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 195.