იოლანდა კაკაბაძე

ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი

იოლანდა კაკაბაძე ნავარო (დ. 1948[1]) — ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი.[2]

იოლანდა კაკაბაძე

იოლანდა კაკაბაძე 2013 წელს
დაბადების თარიღი 1948
მოქალაქეობა ეკვადორის დროშა ეკვადორი
ეთნიკურად საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ბუნებისდამცველი
საქმიანობა პრეზიდენტი
დამსაქმებელი ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF)

კიტოს უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,[1] აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით საკითხებში. კიტოში დააარსა გარემოს დაცვის ფონდი, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადვე იყო 1979–1990 წლებში. 1993 წელს, დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ლათინური ამერიკის მომავლის ფონდი[3] (www.ffla.net), რომელსაც 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1998 წლის აგვისტოდან 2000 წლის იანვრამდე იყო ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი. 1996-2004 წლებში იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრეზიდენტი,[4] ხოლო 2010–2017 წლებში — ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტი.[5]

გარდა ამისა, კაკაბაძე არის ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Ford Foundation-ის სამეურვეო საბჭოს წევრი,[6] 2004 წლიდან კი არაკომერციული ორგანიზაცია LafargeHolcim Foundation for Sustainable Construction-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.[7]

იოლანდა კაკაბაძე საერთაშორისო კომისია „დედამიწის ქარტიის“ წევრია.

  1. 1.0 1.1 Education Without Borders: Yolanda Kakabadse დაარქივებული February 17, 2011, საიტზე Wayback Machine. . URL retrieved 2011-01-24.
  2. Goga Khachidze Met President of WWF International Yolanda Kakabadse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2017-04-30.
  3. Fundación Futuro Latinoamericano (www.ffla.net)
  4. WWF: Presidents past and present: Yolanda Kakabadse. URl retrieved 2011-01-24.
  5. TEEB: Yolanda Kakabadse დაარქივებული October 8, 2011, საიტზე Wayback Machine. . URl retrieved 2011-01-24.
  6. Holcim Foundation: Board: Yolanda Kakabadse დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine. . URL retrieved 2011-01-24.