ტერმინს „ბაგრატიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაგრატიონი.

იოთამ (ივანე) ვახუშტის ძე ბაგრატიონი (დ. 1726 — გ. 25 დეკემბერი, 1781) — რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი, ვახუშტი ბატონიშვილის ძე. აღიზარდა რუსეთში. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში. 1749-იდან რუსეთის სამხედრო სამსახურშია. იბრძოდა შვიდწლიან ომში (1756–1763), რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768–1774), მოგვიანებით მეთაურობდა სიმბირსკის კორპუსს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს ანტონ I-თან, ლეონარდ ეილერთან, ჟ. დელილთან, მიხეილ ლომონოსოვთან და სხვა ცნობილ მეცნიერებთან. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში. 1793 მისი საფლავის ქვის წარწერა მკვლევარმა დ. მაქსიმოვიჩმა შეცდომით მამის — ვახუშტის ეპიტაფიად მიიჩნია. ეს მცდარი ცნობა შევიდა სხვადასხვა მეგზურში და ზოგიერთმა ქართველმა მკვლევარმაც გაიზიარა.

ლიტერატურა

რედაქტირება