იოზეფ ფრაუნჰოფერი
იოზეფ ფრაუნჰოფერი (დ. 6 მარტი, 1787, სტრაუბინგი — გ. 7 ივნისი, 1826, მიუნხენი) — გერმანელი ფიზიკოსი. მან დაამზადა ოპტიკური მინა, შექმნა სპექტროსკოპი და დიფრაქციული მესერი. 1814 წელს აღმოაჩინა და შიესწავლა მზის სპექტრში მუქი ხაზები, რომელსაც დღესდღეობით ფრაუნჰოფერის ხაზები ეწოდება.
იოზეფ ფრაუნჰოფერი | |
---|---|
გერმ. Joseph Fraunhofer | |
დაბ. თარიღი | 6 მარტი, 1787[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | შტრაუბინგი, Electorate of Bavaria, საღვთო რომის იმპერია[9] |
გარდ. თარიღი | 7 ივნისი, 1826[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (39 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი, ბავარიის სამეფო, გერმანიის კავშირი[9] |
დასაფლავებულია | სამხრეთის ძველი სასაფლაო |
მოქალაქეობა |
ბავარიის სამეფო საღვთო რომის იმპერია |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ასტრონომი და ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და Q18563009? |
ჯილდოები | მუინხენის საპატიო მოქალაქე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოზეფ ფრაუნჰოფერი დაიბადა 1787 წლის 7 მარტს სტრაუბინგში, ღარიბი მეშუშუის ოჯახში[10]. იგი ფრენც ხავერ ფრაუნჰოფერის და მარია ანა ფროლიჩის მეთერთმეტე შვილი იყო[10]. 11 წლის ასაკში ფრაუნჰოფერი მიაბარს სარკისა და შუშის სახელოსნოში პრაქტიკანტად[11][12]. ამ სახელოსნოს ხელმძღვანელობდა ფილიპ ანტონ ვეიჩელსბერგერი[11][12]. ფრაუნჰოფერმა მეცნიერული გამოკვლევები დაიწყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ოპტიკური სახელოსნოს ხელმძღვანელი და მფლობელი გახდა. სწორედ ამ სახელოსნოში გამოიგონა მან მინის ახალი სახე ტყვიის დამატებით, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა (კარგად გარდატეხდა სინათლეს). ამ მინისაკან გაკეთებული პრიზმები უმსუბუქებდნენ მეცნიერს სინათლის გარდატეხის კოეფიციენტის განსაზღვრას.
მოღვაწეობა
რედაქტირებაფრაუნჰოფერმა შემდგომი გამოკვლევების შედეგად შექმნა სპექტროსკოპის ტიპი ვიწრო ხვრელით[13], რომელიც შედგებოდა საზერი მილისაგან, პრიზმის, კოლიმატორის და პარალელური სხივების მიმღები მოწყობილობისაგან. სპექტროსკოპში გასულ მზის სხივებს სინათლის გამოკვლევის დროს მან აღმოაჩინა მზის სპექტრში მუქი ხაზები. ამ ხაზებს მოგვიანებით ფრაუნფჰოფერის ხაზები ეწოდა. თვითონ მეცნიერი ამ ხაზებს გამყოფ ხაზებად თვლიდა. ამ ხაზების გამოყენებით ფრაუნჰოფერმა დააზუსტა გარდატეხის კოეფიციენტის სიდიდე, ყოველ ცალკეულ ხაზს მიაწერა ცალკეული კოეფიციენტი (1814-1815). მოგვიანებით ნახსენები ხაზები აღმოჩნდა ატომური შთანთქმის ხაზები (ამას მოგვიანებით განმარტავდა რობერტ ბუნსენი და გუსტავ კირხჰოფი)[14]. ფრაუნჰოფერის აღმოჩენას ძალიან დიდი მნშვნელობა აქვს: სწორედ მუქი ხაზების შედარებით სხვა სპექტრების ხაზებთან განისაზღვრება სინათლის ტალღების სიგრძე. აგრეთვე კვლევის დროს ჰრაუნჰოფერმა შენიშნა ნათელი ფიზქისებული ხაზები, რომლებიც გამოჩნდნენ სპექტრის ფორთოხლის ფერში.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჰრაუნჰოფერმა აღმოაჩინა სინათლის დიფრაქციის მოვლენა დიფრაქციულ მესერზე, რომელიც თვითონვე დაამზადა (1821-1822). მან მოოქროვილი მინის მილიმეტრზე ამოჭრა 300 წვრილი ხაზი. ასეთი მესერის შექმნა განსაკუთრებულ სიზუსტე და და მოთმინებას მოითხოვდა (ეს მესერი გამოიყენებოდა რთული სპექტრების გამოკვლევისათვის). მათი დახმარებით შესაძლებელია ყოველგვარი სახის სინათლისათვის დიდი სიზუსტით განისაზღვროს ტალღის სიგრძე. მანვე დაიწყო სპექტროსტოპის განვითარება: ცოდნის ეს დარგი დიდი დროის მანძილზე დიდ დახმარებას უწევდა მეცნიერებს.
ფრაუნჰოფერის ეპოქაში მრავალი მინის მეთებელი იღუპებოდა მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგად. ფრაუნჰოფერიც სწორედ ასეთ სიტუაციაში დაიღუპა 1826 წლის 7 ივნისს, მიუნხენში, 39 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 53-54, თბ., 1978.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116746599 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 Фраунгофер Йозеф // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 10.0 10.1 Hockey, Thomas (2009).The Biographical Encyclopedia of Astronomers.Springer Publishing.ISBN978-0-387-31022-0. Retrieved 22 August 2012.
- ↑ 11.0 11.1 Myles W. Jackson (2000)."Chapter 1: Introduction". Spectrum of Belief: Joseph Von Fraunhofer and the Craft of Precision Optics. MIT Press. pp. 1–16.ISBN978-0-262-10084-7.
- ↑ 12.0 12.1 Daniel Kleppner (2005). "The Master of Dispersion". Physics Today 58 (11): 10. Bibcode: 2005PhT....58k..10K. doi: 10.1063/1.2155731.
- ↑ Brand, John C. D. (1995). Lines of Light: The Sources of Dispersive Spectroscopy, 1800–1930. Gordon and Breach Publishers. pp. 37–42. ISBN 978-2884491624
- ↑ See:
- Gustav Kirchhoff (1859) "Ueber die Fraunhofer'schen Linien" (On Fraunhofer's lines), Monatsbericht der Königlichen Preussische Akademie der Wissenschaften zu Berlin (Monthly Report of the Royal Prussian Academy of Sciences in Berlin), 662–665.
- Gustav Kirchhoff (1859) "Ueber das Sonnenspektrum" (On the sun's spectrum), Verhandlungen des naturhistorisch-medizinischen Vereins zu Heidelberg (Proceedings of the Natural History / Medical Association in Heidelberg), 1 (7): 251–255.