იობელისი — რქისაგან დამზადებული ძველი ჩასაბერი საკრავი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „საყვირია მოკეცილი“. მოიხსენიება „დაბადების“ ქართულ თარგმანში. სტვირსა და ქნარზე დამკვრელთა წარმომავლობას კაენის შთამომავალ იუბალს უკავშირებენ. შესაძლოა, „ნესტუნი იობელისნი“ იუბალისეულ ჩასაბერ საკრავებს აღნიშნავდეს.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ე., ბუკი // ახალგაზრდა ეთნო-მუსიკოლოგთა კონფერენციის მასალები, თბ., 2014.
  • ჩიჯავაძე ო., საკრავები ძველ საქართველოში, თბ., 2009.
  1. კალანდაძე ნ., იობელისი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 326.