იოანის აბრამიდისი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 12 დეკემბერი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

იოანის აბრამიდისი (ბერძ. Ιωαννης Αβραμιδης; დ. 23 სექტემბერი, 1922, ბათუმი — გ. 16 იანვარი, 2016, ვენა[1]) — საქართველოში დაბადებული ბერძენი მოქანდაკე.

იოანეს აბრამიდისი
მშობლიური სახელი Ιωαννης Αβραμιδης
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1922
ბათუმი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 16 იანვარი, 2016 (93 წლის)
ვენა, ავსტრია
ეროვნება ბერძენი
საქმიანობა მოქანდაკე

დაიბადა 1922 წელს ბათუმში ტრაპიზონიდან დევნილი ბერძენის ოჯახში[2]. საბერძნეთში ცხოვრობდა 1939 წლიდან, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიაში. ჯერ სწავლობდა ბათუმში, ხოლო ავსტრიაში გადასახლების შემდეგ ვენაში მისი მასწავლებელი იყო ფრიც ვორტუბა. 1950-იანი წლებიდან აბრამიდისი ავსტრიის ცნობილი მოქანდაკეა, 1965 წელს ვენის აკადემიის პედაგოგია, მოგვიანებით პედაგოგობს ჰამბურგშიც. 1962 წელს მისი ნამუშევრები წარადგინეს ვენეციის ბიენალეზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. derStandard.at Kultur Bildende Kunst vom 16. Januar 2016: Bildhauer Joannis Avramidis verstorben
  2. Kröller-Müller, Rijksmuseum (1992). Sculpture in the Rijksmuseum Kröller-Müller: catalogue of the collection. Joh. Enschedé Amsterdam BV, გვ. 50. ციტირების თარიღი: 24 September 2011.