ივანე შავლიანი
(გადამისამართდა გვერდიდან იოანე შავლიანი)
ივანე (იოვანე) შავლიანი — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 868 წლიდან, შავლიანთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ტახტი ხელთ იგდო გიორგი I აღწეფელის მეშვეობით. მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ძეს და მემკვიდრეს ადარნასეს ცოლად შერთო გვარამ (გუარამ) მამფლის ასული. ივანე შავლიანი და ადარნასე, წინა დინასტიის მეფეთა მსგავსად განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოში ჰეგემონობის მოპოვებისათვის.
ივანე შავლიანი | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 868 |
მმართ. დასასრული: | 880 |
წინამორბედი: | გიორგი I |
მემკვიდრე: | ადარნასე შავლიანი |
გარდ. თარიღი: | 880 |
დინასტია: | შავლიანები |
ლიტერატურა
რედაქტირება- Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух., 1959
- გუჩუა ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 90, თბ., 1980
წინამორბედი: გიორგი I |
აფხაზეთის მეფე 868 - 880 |
შემდეგი: ადარნასე შავლიანი |