ღირსი იოანე რილელი (დ. 876, სკრინო, ბულგარეთი — გ. 18 აგვისტო, 946, რილის მონასტერი) — ბულგარელი წმინდანი. ბულგარელების მფარველი წმინდანი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თანამედროვე ბულგარეთისა და მაკედონიის ტერიტორიაზე რილის მთების გამოქვაბულებში.

იოანე რილელი
IѠАNNЪ РЫЛСКІЙ
დაიბადა 876
სკრინო
გარდაიცვალა 18 აგვისტო, 946(0946-08-18)[1]
რილის მონასტერი
დასაფლავებულია რილის მონასტერი
ხსენების დღე 18 აგვისტო და 19 ოქტომბერი
მოღვაწეობა ბერი, განდეგილი[2] და Eastern Orthodox monk[2]
ენა Church Slavonic[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 876 წელს ბულგარეთის სოფელ სკრინოში. ადრეულ ასაკში დატოვა სოფელი და თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო აგებული. ერთხელ იოანე რილელს ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა.

გარდაიცვალა 946 წელს. ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ - ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი. მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში 1238 წლის 19 ოქტომბერს გადაასვენეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Biographisches Lexikon zur Geschichte Südosteuropas / Hrsg.: M. Bernath, K. Nehring, Leibniz-Institut für Ost- und SüdosteuropaforschungR. Oldenbourg Verlag, 1974.
  2. 2.0 2.1 Czech National Authority Database
  3. Identifiants et RéférentielsABES, 2011.