იოანე პენტელაშვილი
იოანე პენტელაშვილი — XVIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართველი მდივან-მწიგნობარი, მთარგმნელი. ცნობილია მისი გადაწერილი სიგელ-გუჯრები და ხელნაწერები. მონაწილეობდა საიათნოვას სომხური ლექსების შემცველი ხელნაწერის გადაწერაში. 1808 წელს გადაწერა სასულიერო შინაარსის კრებული. 1798 წელს თარგმნა სომეხი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის ვარდან აიგეცკის იგავ-არაკთა კრებული „მელის წიგნი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მიქაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 19.