სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე კუმურდოელიკუმურდოს ეპისკოპოსი X საუკუნეში. მისი თაოსნობით აშენდა კუმურდოს დიდი საკათედრო ტაძარი. იოანე კუმურდოელი მოხსენიებულია ტაძრის 964-967 სამშენებლო წარწერაში. შემდეგ მოღვაწეობდა სინის მთის ქართველთა მონასტერში, სადაც თავისი ხარჯით და თაოსნობით გადააწერინა არა ერთი ხელნაწერი (სვიმენ სალოსის ცხოვრება, იადგარი გამოკრებილი და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962
  • ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959
  • ჯავახიშვილი ივ., სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947