იოანე თოხაბი — შუა საუკუნეების ქართველი მღვდელმონაზონი და ხატმწერი. ცნობილია სინის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცული ხატებით. სავარაუდოდ მოღვაწეობდა XI-XII საუკუნეების მიჯნაზე საზღვარგარეთ, შესაძლოა კონსტანტინოპოლში.

იოანე თოხაბი. ავტოპორტრეტი, „განკითხვის დღის“ ხატის დეტალი.
იოანე თოხაბი. მენოლოგიონის (კალენდარი-ხატი) ნაწილი.

წყაროებში იოანეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები დაცული არაა. ასევე უცნობია მისი გვარის თუ ზედწოდების, „თოხაბის“ მნიშვნელობა. იოანეს ეკუთვნის სინის მთაზე დაცული 6 ხატი, მათ შორის ქრისტეს და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი სცენები, რომელსაც თან ახლავს ბერძნული და ქართული (ნუსხური) წარწერები.

ორ ხატზე იოანე თოხაბმა მლოცველის პოზაში საკუთარი თავიც გამოსახა და დაურთო ნუსხურით შესრულებული ქართულენოვანი ლოცვა. მიუხედავად ბერძნული განათლებისა და ბერძნულ კულტურულ გარემოში მოღვაწეობისა, იოანეს საჭიროდ მიუჩნევია საკუთარი წარმომავლობის და ეთნიკური კუთვნილების ხაზგასმა. უცნობია ვინ და როდის შესწირა ეს ხატები წმინდა ეკატერინეს მონასტერს, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი თავიდანვე ორენოვანი, ქართულ-ბერძნული საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Nina Chichinadze. Representing Identities, The Icon of Ioane Tokhabi from Sinai. Le Muséon (2017), 130 (3-4): 401–420. doi: 10.2143/MUS.130.3.3259747.
  • Zaza Skhirtladze. The Image of the Virgin on the Sinai Hexaptych and the Apse Mosaic of Hagia Sophia, Constantinople. Dumbarton Oaks Papers (2014), Vol. 68: 369–386; Trustees for Harvard University.
  • Lidova, Maria (2009). The Artist’s Signature in Byzantium. Six Icons by Ioannes Tohabi in Sinai Monastery (11th-12th century); Opera Nomina Historiae. Giornale di cultura artistica; Scuola Normale Superiore di Pisa; ISSN 2036-8755.