იოანე ანჩელი
იოანე ანჩელი — XII-XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი, ანჩელი მღვდელმთავარი, თამარ მეფის თანამედროვე.
მის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII საუკუნე) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI-XII საუკუნეები) ძმად იხსენიება. XII საუკუნის ხატის (ანჩისხატის) წარწერიდან ირკვევა, რომ ის თამარ მეფის ბრძანებით იოანე ანჩელისთვის ბექა ოპიზარს მოუჭედინებია. იოანე ანჩელს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი" (კიდურწერილობა - "საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი"), რომელიც გამოსცა მ. ჯანაშვილმა 1903 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯღამაია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 188.