ინცელი („არანებაყოფლობითი“ და „ცელიბატი“ სიტყვათა შერწყმით მიღებული ტერმინი) — ონლაინ სუბკულტურა,[1] რომლის წევრებიც, მათი ძალისხმევის მიუხედავად რომანტიკულ ან სექსუალურ ურთიერთობებს ვერ ამყარებენ საპირისპირო სქესთან და ამ მდგომარეობას ისინი „ინცელდომს“ უწოდებენ. ინცელთა თვითიდენტიფიცირება გვხვდება მამაკაცებში, ძირითადად კი ჰეტეროსექსუალებში.[2] ინცელ ფორუმებზე დისკუსიები ხშირად ვლინდება: სიბრაზე, მიზანტროფია,[3] მიზოგინია, რასიზმი, სექსუალური კავშირის დამყარების უფლებებზე დისკუსიები და სექსუალურად აქტიური ქალების და ასევე მათზე უფრო სექსუალურად წარმატებული კაცების მიმართ ძალადობის გამართლება. „Southern Poverty Law Center“-მა სუბკულტურა აღწერა როგორც „ონლაინ სუპრემასისტ მამაკაცთა ეკოსისტემის ნაწილი“. თვითიდენტიფიცირებულმა ინცელებმა მინიმუმ ოთხი მასიური მკვლელობა ჩაიდინეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.

  1. Beauchamp, Zack (April 25, 2018). „Incel, the misogynist ideology that inspired the deadly Toronto attack, explained“. Vox. ციტირების თარიღი: May 5, 2018. ციტატა: „But it’s not just individual women that these radical incels hate — it’s society writ large, a society that allows their perceived sexual oppression to go on.“
  2. Wilson, Jason (April 25, 2018). „Toronto van attack: Facebook post may link suspect to misogynist 'incel' subculture“. The Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 25, 2018.
  3. Beauchamp, Zack (April 25, 2018). „Incel, the misogynist ideology that inspired the deadly Toronto attack, explained“. Vox. ციტირების თარიღი: May 5, 2018. ციტატა: „But it’s not just individual women that these radical incels hate — it’s society writ large, a society that allows their perceived sexual oppression to go on.“