ცელიბატი (ლათ. coelibatus ან caelibatus) – დაუქორწინებლობა კათოლიკურ სამღვდელოებაში. ეს წესი IV საუკუნეში ელვირის საეკლესიო კრებაზე დაკანონდა რომის ეკლესიის მიერ, თუმცა, პრაქტიკაში მისი განხორციელება დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა. ცელიბატის დაცვას მოითხოვდნენ კლუნიელები. შუა საუკუნეებში ცელიბატის დაცვა საჭირო იყო იმიტომ, რომ უცოლშვილო სასულიერო წოდების წარმომადგენლები აღარ შეეცდებოდნენ საეკლესიო ქონების მითვისებასა და მის მემკვიდრეობით გადაცემას. ოჯახის მქონე ღვთისმსახურები ასკეტიზმის ნაცვლად ფუფუნებით ცხოვრებას ეძლეოდნენ, რაც ფართო მოსახლეობაში ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას იწვევდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით), თბ., 2004, გვ. 116–117