ინფერნო (რომანი)
ინფერნო (იტალ. Inferno-დან — ჯოჯოხეთი) — ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის მისტიკური და დეტექტიური რომანი, რომელიც გაყიდვაში 2013 წლის 14 მაისიდან გამოვიდა გამომცემლობა Doubleday-ის მიერ.[1][2] დენ ბრაუნისთვის ეს რიგით მეოთხე წიგნია მისი სერიებიდან „რობერტ ლენგდონი“, რომელიც ასევე მოიცავს „ანგელოზებს და დემონებს“, „და ვინჩის კოდს“ და „დაკარგულ სიმბოლოს“.[3] გამოცემის დღიდან პირველი 11 კვირის განმავლობაში „ინფერნო“ პირველ ადგილს იკავებდა New York Times Best Seller სიაში, როგორც მაგარ ყდიანი და კომბინირებული — ბეჭდური და ელ-წიგნი ფიქცია. ელ-წიგნის სიაში „ინფერნო“ გამოშვებიდან 17 კვირის განმავლობაში რჩებოდა.
„ინფერნო“ | |
---|---|
Inferno | |
პირველი გამოცემის ყდა | |
ავტორი | დენ ბრაუნი |
ენა | ინგლისური |
სერია | რობერტ ლენგდონი #4 |
ჟანრი | მისტიკა, ფაქტების ფიქცია, კონსპირაციის ფიქცია, დეტექტივი |
გამომცემელი | Doubleday |
გამოცემის თარიღი | 14 მაისი, 2013 |
მედია | ბეჭდური, ელ.-წიგნი |
გვერდი | 480 გვერდი |
oclc | 824723329 |
წინამორბედი | დაკარგული სიმბოლო |
მომდევნო | წარმოშობა |
ISBN | 978-0-385-53785-8 |
რომანის სიუჟეტი ვითარდება იტალიის ქალაქ ფლორენციაში და გადაკვეთილია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიასთან“. რომანს საფუძვლად უდევს „და ვინჩის კოდის“ მთავარი გმირის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ რობერტ ლენგდონის ახალი თავგადასავლები. ამჯერად ლენგდონს სიზმრებში ეცხადება ქალი, რომელიც მას ბიბლიურ ფრაზას „ეძიებდა და ჰპოვებდეს“ ახსენებს, რაც საიდუმლოებების გამოაშკარავების გასაღები გახდება. „ღვთაებრივი კომედიიდან“ სიუჟეტის ცენტრშია მისი პირველი ნაწილი — “ჯოჯოხეთი“ [1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Inferno. Dan Brown. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-23. ციტირების თარიღი: 2014-06-29. (ინგლისური)
- ↑ McLaughlin, Erin. (January 15, 2013) New Dan Brown Novel, ‘Inferno,’ Set for May Release. ABC News. ციტირების თარიღი: February 22, 2013.
- ↑ Meslow, Scott. (February 20, 2013) Dan Brown's Inferno: Everything we know so far. The Week. ციტირების თარიღი: February 22, 2013.