ანგელოზები და დემონები
ანგელოზები და დემონები (ინგლ. Angels and Demons) — დენ ბრაუნის ბესტსელერად ქცეული რომანი. წიგნი მოგვითხრობს ჰარვარდის პროფესორ რობერტ ლენგდონის თავგადასავლის შესახებ. წიგნი გამოიცა 2000 წელს. 2009 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი, რომლის რეჟისორია რონ ჰოვარდი.
„ანგელოზები და დემონები“ | |
---|---|
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | დენ ბრაუნი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | სათავგადასავლო, თრილერი, დეტექტივი |
გამომცემელი | Pocket Books და Qanun |
გამოცემის თარიღი | 2000 წელი |
გვერდი | 728 |
წინამორბედი | ციფრული ციხესიმაგრე |
მომდევნო | და ვინჩის კოდი |
ISBN | 978-0-74-349346-8 |
წიგნის შესახებ
რედაქტირებაჰარვარდის ცნობილი სიმბოლოების ექსპერტი პროფესორი რობერტ ლენგდონი ჩადის რომში, რათა ამოხსნას ერთ-ერთი ფიზიკოსის სიკვდილი. მოკლულს მკერდზე ამოტვიფრული აქვს მისტერიული სიმბოლო. პროფესორი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს ძველი საძმოს — ილუმინატების საიდუმლო ორდენის აღორძინება. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ორგანიზაცია, რომელიც ოდესმე არსებობდა. ილუმინატებმა მოიპარეს საშიში იარაღით აღჭურვილი კონტეინერი და მზად არიან გამოუცხადონ ომი მათ დაუძინებელ მტერს — კათოლიკურ ეკლესიას. ლენგდონის ეჭვები მაშინ დასტურდება, როდესაც ვატიკანის ცენტრში მოხდება აფეთქება, სადაც შეკრებილია კონკლავი ახალი რომის პაპის ასარჩევად. ლენგდონს გამოძიებაში ეხმარება იტალიელი პროფესორი ვიტორია ვეტრა.