ინუიტური ტანისამოსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინუიტური ტანისამოსიინუიტების ტრადიციული ცივი ამინდის ტანსაცმლის რთული სისტემა, რომელიც ტრადიციულად მზადდება ცხოველების ტყავისა და ბეწვისგან. ინუიტები კულტურულად დაკავშირებული ძირძველი ხალხების ჯგუფია, ცხოვრობენ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და გრენლანდიის არქტიკულ რაიონებში. ძირითადი სამოსი შედგებოდა პარკას, შარვლის, ხელჯოხების, შიდა ფეხსაცმლის და გარე ჩექმებისგან. ტანისამოსის დასამზადებლად ყველაზე გავრცელებული მასალა იყო ჩრდილოეთის ირემი, ფარფლფეხიანები და ზღვის ფრინველები. თბილი, გამძლე ტანსაცმლის წარმოება იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი, დამზადების ტრადიცია კი ზრდასრული ქალებიდან გადადიოდა გოგონებზე, რომლის დაუფლებასაც წლები სჭირდებოდა. ტანსაცმლის დამზადება იყო ინტენსიური, მრავალკვირიანი პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ყოველწლიურ ციკლში ნადირობის დადგენილი სეზონების გათვალისწინებით. ტანსაცმლის შექმნა და გამოყენება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინუიტების რელიგიურ შეხედულებებთან.

ირმის ტყავისგან დამზადებული ქალის ინუიტური ტანისამოსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Buijs, Cunera; Oosten, Jarich, eds. (1997). Braving the Cold: Continuity and Change in Arctic Clothing. Leiden, The Netherlands: Research School CNWS, School of Asian, African, and Amerindian Studies. ISBN 90-73782-72-4. OCLC 36943719.