ინუიტები
ინუიტები (Inuit, ინუკტ. ᐃᓄᐃᑦ) — ჩრდილოეთ კანადის მკვიდრი ხალხი. 1999 წელს კანადის მთავრობამ ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების ნაწილი ინუიტების ტერიტორიად გამოაცხადა, რითაც ინუიტებს ის მიწები დაუბრუნა, რომელიც მათ ახალმოსახლეებმა წაართვეს. ახალ ტერიტორიას ნუნავუტი ეწოდა, რაც ინუკიტუტზე ანუ ინუიტების ენაზე „ჩვენს მიწას“ ნიშნავს.
ინუიტების ტრადიციები
რედაქტირებაინუიტები ტრადიციებს დღესაც ინარჩუნებენ: ლაპარაკობენ ინუკიტიტუტზე, საკვებს ნადირობით მოიპოვებენ და ხისა და ძვლისგან სხვადასხვა ფიგურასა და საგანს ჭრიან. იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც: თოვლმავლებს, ტელეფონებსა და კომპიუტერებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ინუიტები“ ვიკისაწყობში.
- Inuit Culture, Traditions, and History.
- The Arctic Inuit in Olden Times.
- Countries and Their Cultures.
- Inuit History after 1500 AD დაარქივებული 2011-11-23 საიტზე Wayback Machine. .